სამხედრო დამკვირვებლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო დამკვირვებლები – ცალკეული ქვეყნების სამხედრო ან სამოქალაქო წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, ან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით ახორციელებენ მეთვალყურეობას შეიარაღებული კონფლიქტების დარეგულირების, ან სამხედრო სფეროში დადებული შეთანხმებების შესრულებაზე. სამხედრო დამკვირვებლების სტატუსს და ამოცანებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრავს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაცია ან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017