ხიმიქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:06, 7 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხიმიქი (ბალყ.-ყარაჩ. Химикки – „მსუბუქი, ცარიელი“; Джел-Анасы Химикки – „ქარის დედა ხიმიქი“) – ქარის დედა ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. მას, ისევე როგორც ქარის მამა გორიის, მარცვლის განიავების დროს მიმართავდნენ:

ქარის დედა ხიმიქი,
ცოცხი კარს უკანაა,
დე, შენი ვაჟი – ქარი აქ მოვიდეს,

მარცვალი გაანიავოს და წავიდეს. მიიჩნევდნენ, რომ ქარის დედა დედამიწის კიდეში მდებარე მთის მღვიმეში ცხოვრობს, საიდანაც დროდადრო სანავარდოდ თავის ვაჟებს უშვებს, და მაშინ იწყება ქარის ქროლა. როცა ისინი შინ ბრუნდებიან, ხიმიქი მღვიმის კარებს ხურავს და მიწაზე სიჩუმე იმკვიდრებს.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Текеева Л. К. Персонажи низшей мифологии в традиционном мировоззрении тюркоязычных народов Северного Кавказа // Вестник Пермского университета. История. Вып. 1 (24). 2014.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები