ბორაანთ ასული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:35, 10 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორაანთ ასული (ოს. Борæнон) – ნართული ეპოსის ეპიზოდური უსახელო პერსონაჟი ბორათას გვარიდან, ბურაფარნიგის ასული, ურუზმაგის ერთ-ერთი ცოლი. გადმოცემაში მოთხრობილია, რომ გრძნეულმა სათანამ დედაბრის იერი მიიღო და თავის ქმარს – ურუზმაგს ახალი ცოლის შერთვა ურჩია. რაკი სათანა დიასახლისობას ვერ შეძლებდა ურუზმაგი ბორაანთ ასულზე დაქორწინდა. პირველ ღამეს, როცა ნეფე პატარძალთან უნდა შესულიყო, სათანამ კვლავ ახალგაზრდობა დაიბრუნა. ურუზმაგი ბორაანთ ასულს არ გაკარებია. ეს ამბავი მთელ ნართებში გახმაურდა და ერთი მითქმა-მოთქმა ატყდა. ვითარების დასაზუსტებლად ურუზმაგთან სტუმრად ერთი ცუღლუტი ბიჭი მივიდა; მასპინძლებმა კარგად მიიღეს. როცა ძილის დრომ მოატანა, სტუმარს ოთახის ერთ კუთხეში გაუშალეს ლოგინი, მეორე კუთხეში – ბორაანთ ასულს, ურუზმაგი და სათანა კი მარგალიტით მოჭედილ საძინებელში შებრძანდნენ. სტუმარმა ღამე ბორაანთ ასულთან გაატარა და ნიხასში დაბრუნებულმა ნართებს სიმართლე აუწყა.


ლიტერატურა

Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები