არვადალთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არვადალთა (ოს. Æрвадæлтæ) – სხვადასხვა გვარის ნათესავთა ფართო წრე, რომელთა წევრები თავიანთ თავს შორეული საერთო წინაპრებისგან მომდინარედ მიიჩნევენ. ასეთი ნათესაური გაერთიანების წევრები ერთმანეთის მოძმეებად ითვლებიან და ისეთივე ურთიერთობები აქვთ, როგორიც პატრონიმიისა თუ გვარის წევრებს. არვადალთები ძირიხატის ამძუარჯინებად ითვლებოდნენ და ხატობებეში მონაწილეობდნენ.
ლიტერატურა
- Гаглойти З. Д. Очерки по этнографии осетин. Тб., 1974;
- Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი 2017