გაუასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 3 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაუასა (ბალყ-ყარაჩ. Гауаса) – მეწველი ძროხის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. მისი სახელობის რიტუალი სრულდებოდა მაშინ, როდესაც ხბო კვდებოდა და ძროხა რძეს არ იძლეოდა. საამოსოდ, ხბოს ტყავს ჩალით გატენიდნენ და ძროხასთან მიიტანდნენ, რათა ეს უკანასკნელი მოეტყუებინათ და რძე მოეწველათ. რიტუალი პროცესში გაუასას მიმართავდნენ:

ძროხის (მფარველი) გაუასა,
ფრინველის (მფარველი) გუსა,
მოდი, დიდო გაუასა, წადი, მავნე გუსა.
რძეს, რძეს (ვითხოვ)
ჩემი გაუასასგან, რძეს,
გაუასა-გუსა, გაუასა-გუსა.


ლიტერატურა

Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები