გვიმაგ ლაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 11 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გვიმაგ ლაგ-ი (ოს. Гуымаг лаг – „გვიმელი კაცი“) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიის უსახელო პერსონაჟი, რომელსაც სოსლანი ირემზე ნადირობის დროს ხვდება. ირემი, რომლის ბეწვი მოძრაობისას უცნობ ჰანგებს გამოსცემდა, იმდენად მშვენიერი იყო, რომ სოსლანი შეყოვნდა; როგორც კი დამიზნება გადაწყვიტა, გაისმა მფრინავი ისრის წივილი და ირემი დავარდა. იგი გვიმელმა კაცმა მოკლა. სოსლანი წაეკამათა, მაგრამ გვიმელი კეთილშობილი კაცი აღმოჩნდა და მონადირეებმა ცხოველი მეგობრულად გაატყავეს. გვიმელმა ირმის ხორცი სამ ნაწილად გაყო: ორი ნაწილი მან სოსლანს მისცა, მესამე – თავისთვის დაიტოვა, და ახალგაცნობილს უთხრა: „ნართო კაცო, აი, ჩემი დანა, ჩემი ცხენი და ჩემი კაპარჭი; აირჩიე ერთ-ერთი სამახსოვროდ და ნართების ქვეყანაში წაიღე“. სოსლანს არაცერთი არ აუღია, მაგრამ, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, დაინანა და მონადირეს გაეკიდა; ისე იკამეთეს, რომ ერთმანეთი თვრამეტ-თვრამეტჯერ დაჭრეს; უკვე ღამდებოდა, და შეთანხმდნენ, რომ თუკი წლის განმავლობაში ნიარევი შეუხორცდებოდათ, კვლავ ამ ადგილზე შეხვედროდნენ. დათქმულ ვადაზე შეხვედრისას შერიგდნენ და გვიმელმა სოსლანი სახლში დაპატიჟა; მთელი კვირა უმასპინძლა; გაცილებისას გვიმელმა კაპარჭით და ისეთი ირმის ქურქით დაასაჩუქრა, რომლის ბეწვები საამო ჰანგებს გამოსცემდა. როცა სოსლანმა გვიმელი შინ მოიწვია, მას თავისი ცხენი აჩუქა. მას შემდეგ ისინი ძმობილები გახდნენ და დიდხანს ძმურად იცხოვრეს.

==ლიტე რატურა== Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004.

წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები