აკოფაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკოფაშვილი დავით - (12.III.1886, ქუთაისი - 1948)- საოპერო მომღერალი. ბარიტონი.

9 წლისაქუთაისის გიმნაზიაში მიიყვანეს, რომლის დამთავრების შემდგომ, 1903, სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო. პარალელურად პეტერბურგის კინსერვატორიაში პროფ. ფერნი ჯირალდონთან სიმღერას სწავლობდა. 1905 ვოკალის დახვეწის მიზნით იტალიაში გაემგზავრა. 1906 მილანში ცნობილ ვოკალისტთან - კაზინოსთან განაგრძო მეცადინეობა. კონტაქტობდა გამოჩენილ მომღერლებთან - ევგენი ჯირალდონთან და ენრიკო კარუზოსთან. 1908 ახალგაზრდა ვიოლონჩელისტ ილიკო აბაშიძესთან ერთად საქართველოში კონცერტებს მართავდა.

1919 დამოუკიდებელ საქართველოში მონაწილეობდა პირველი ქართული საოპერო სტუდიის წარმოდგენაში „თქმულება შოთა რუსთაველზე“. 1920 მიხეილ ნანობაშვილთან (მიშელ დარიალთან) ერთად დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა და კონცერტები ჩაატარა. იმავე წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ხმა დაკარგა და მოსწყდა ვოკალურ ხელოვნებას.

ზურაბ ლეჟავა


ლიტერატურა

  • ა. ცამციშვილი, „ქართველი მომღერლები უცხოეთში“, „უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანები“, თბ., 1962;
  • დ. მჭედლიძე, „ქართველ მომღერალთა სამი თაობა“, თბ., 1968.;
  • რ. ქუთათელაძე,მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

დავით აკოფაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები