კომუნისტური პარტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:41, 4 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომუნისტური პარტია - რევოლუციურ-რადიკა- ლური ფრთა საქართველოს სოციალ-დემოკრა- ტიულ მოძრაობაში ჯერ კიდევ „მესამე დასის“ პირველ კონფერენციაზე, 1892 ჩაისახა. 1903 წ-დან, როცა ქართული სოციალ-დემოკრატია ოფიციალურად გახდა რსდმპ-ის შემადგენელი ნაწილი, რადიკალურ-რევოლუციური ფრთა მოქმედებდა ბოლშევიკური ფრაქციის სახით. 1907 წ-დან საქართველოს სოციალ-დემოკრა- ტიულ მოძრაობაში საბოლოოდ გაიმარჯვა მენშევიკურმა ფრთამ, რის გამოც ბოლშევიკე- ბის გავლენა ადგილობრივ რევოლუციურ მოძ- რაობაში მნიშვნელოვნად შესუსტდა.

1917 წ-ის რევოლუციების შემდეგ საქა- რთველოში დროდადრო შეიმჩნეოდა ხოლმე ბოლშევიკების გააქტიურება, რასაც განაპი- რობებდა საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის ბოლშევიკური პარტიის მხრიდან ფინანსური, მატერიალური და, ხშირ შემთხვე- ვაში, სამხედრო რესურსებით მხარდაჭერა. 1917 წ-ის ოქტომბერში შეიქმნა რსდმპ (ბ)-ის, შემდგომში კი - რუსეთის კომუნისტური პა- რტიის (ბოლშევიკებისა) კავკასიის სამხარეო კომიტეტი, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა საქართველოსა და კავკასიის ადგი- ლობრივი ხელისუფლებების: „ოზაკომის“, კო- მისარიატის, სეიმის და, რაც მთავარია, - და- მოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას, ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს თუ აჯა- ნყებებს. ყველა ცდა მარცხით დასრულდა (შამქორის ამბები, 1918 წ-ის გლეხთა გამოსვლები; 1919 წ-ის საყოველთაო აჯანყების მცდელობა და სხვ). 1920 წ-ის გაზაფხულიდან საბჭოთა რუსეთმა ამიერკავკასიის სახელმწი- ფოებისა და საქართველოს ოკუპაციაზე აიღო გეზი, „რევოლუციის ექსპორტის“ გზით. 1920 წ-ის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკ- რულების მიხედვით, საქართველოში ბოლშევი- კური ორგანიზაციების საქმიანობა ლეგალური გახდა. 1920 წ-ის 8 აპრილს რკპ(ბ) ცკ-მა მიიღო გადაწყვეტილება რკპ(ბ) კავკასიის ბიუროსა და საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის კომუნისტური პარტიების შექმნის შესახებ. 1920 წ-ის 20 მაისს კავკასიის ბოლშევიკური სა- მხარეო კომიტეტი გაუქმდა და ფორმალურად გარდაიქმნა საქართველოს კომუნისტურ პა- რტიად (შესაბამისად გაფორმდა აზერბაიჯანის და სომხეთის კომპარტიები). 3 ივნისს გამოვი- და ახალგაფორმებული პარტიის ორგანო - გაზ. „კომუნისტი“. საქ. კომპარტია მოქმედებდა რკპ(ბ) კავკასიის ბიუროს მითითებებით, რო- მელსაც სათავეში ს. ორჯონიკიძე ედგა და, თა- ვის მხრივ, საბჭოთა რუსეთის ხელისუფლების მეთაურის ვ. ლენინის მითითებებს ასრულებდა. საბჭოთა რუსეთის მიერ აზერბაიჯანისა და სო- მხეთის „გასაბჭოების“ შემდეგ მოსკოვის დღის წესრიგში საქართველოს დაპყრობის ამოცანა დადგა. 1920 წ-ის ნოემბრის ბოლოს თბილისში გაიმართა საქ. კომუნისტური ორგანიზაციების კონფერენცია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მომზადების საკი- თხი განიხილა. კონფერენციამ აირჩია კპ(ბ)-ის ცენტრალური კომიტეტი ფ. მახარაძის, გ. სტუ- რუას, მ. ორახელაშვილის, მ. ტოროშელიძის და სხვათა შემადგენლობით. 1921 წ-ის დასაწყისში კავკასიის ბიურომ საქ. კპ(ბ) ცკ-ს „ოპერატიული დავალება“ მისცა, მოემზადებინა აჯანყება. მო- სკოვის მითითებით და კავკასიის ბიუროს დავა- ლებით, საქ. კპ(ბ) ცკ-მა შექმნა ე. წ. საქართვე- ლოს რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც ფორმალურად ჩაიბარა შეიარაღებული აჯანყე- ბის ხელმძღვანელობა და საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა „ინტერნაციონალური“ დახმარება საკუთარი დამოუკიდებელი სახე- ლმწიფოს დასამხობად. საქ. კომუნისტურმა პარტიამ წარმატებით შეას რულა ტიპური „მე- ხუთე კოლონის“ როლი და საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის დახმარებით განახორციელა „რევოლუციის ექსპორტი“ საქართველოში.

1921 წ-დან შემდგომი 70 წლის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტია მხოლოდ იურიდიულად არსებობდა, ფაქტობ- რივად კი, საბჭოთა კავშირის კომპარტიის შე- მადგენელ ნაწილს შეადგენდა და ადგილობრივ ავტონომიურ მარიონეტულ ხელისუფლებას წარმოადგენდა.

დიმიტრი შველიძე


ლიტერატურა

ლ. თოიძე, ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც. თბ., 1991.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები