ჯარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 17 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯარა

ჯარა // ჯარანი (თუშ.) // ჭახრაკი (სამცხ.ჯავახ.) - მატყლის ბამბის დასართავ-დასაძახი. ჯარის მთავარ ნაწილს შეადგენდა ფრთიანი ბორბალი // მორგვი, მასზე წამოდებული იყო ლამბი. ძაფის სართავ-საძახი თითისტარი - ჯარა-ტარი ბორბლის წინ გარდიგარდმო დოლებში იყო ჩასმული. თუშეთში ჯარას სამი ტიპი იყო თბეებიანი, ბორბლიან-ფერსოიანი და მირგვალი // მრგვალი. ხელით სატრიალებელ ჯარას გარდა არსებობდა წყლით სატრიალებელი ჯარაც. ჯარა სართავ-საძახად ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს ბარისა და მთის მოსახლეობაში (ქიზიყი, ქართლ-კახეთი, ხევსურეთი, მთიულეთ-გუდამაყარი, მესხეთი, საინგილო, იმერეთი).

ლიტერატურა

მსშხი (ქსოვა, ღებვა, ქარგვა), ტ. II, ნაწ. II, 1982. ლ.მ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები