ნათაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:40, 12 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნათაძე გრიგოლ იასონის ძე (1878, გორის მაზრის სოფელი კასპი - 24.V.1951, თბილისი) -. ქართველი ისტორიკოსი, მსოფლიოს ისტორიის დარგების ფუძემდებელი და მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი (1926), საქართველოს სსრ მეც- ნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941). მამამისი - იასონი იყო ხალხოსანი. გ. ნათაძე სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზ- ნაურო გიმნაზიაში, 1892 წ-დან ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 1898 შევიდა კიევის უნივერსიტე- ტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის, 1901-1902 წწ-ში, ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მცირე ხნით სწა- ვლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში. საბო- ლოოდ, 1907 ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევ- რი. 1905 დააპატიმრეს და იმავე წელს გაათა- ვისუფლეს ამნისტიის წყალობით. ასწავლიდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიებში და სახალხო უნივერსიტეტებში. იყო წერა-კითხვის გამავ- რცელებელი და საეთნოგრაფიო-საისტორიო საზოგადოებების წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში.

1917 წ-ის თებერვალ-მარტის დემოკრატიუ- ლი რევოლუციის შემდეგ გ. ნათაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, ჯერ როგორც რუსული ესერთა პარტიის, 1918 წ-დან კი საქართველოს ესერთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1918 წ-ის მაის- ში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებულ შემადგენ- ლობაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და ესერთა პარტიის ფრაქციის წევრი. იმავდროულად, განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა სახალხო განათლე- ბის სამინისტროში, ხელმძღვანელობდა სასკო- ლო დაწესებულებათა სამმართველოს. 1919 მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსი- ტეტში, სადაც გარდაცვალებამდე კითხულობ- და ლექციებს და იყო შუა საუკუნეების ისტო- რიის კათედრის გამგე.

1921 წ-დან ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქ- მიანობას და ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგი- ურ მოღვაწეობას. მისი ორმოცამდე ნაშრომი ეხებოდა როგორც ძველი, ისე ახალი, განსა- კუთრებით კი შუა საუკუნეების ისტორიას. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ფეოდალიზმის გენეზისის მეცნიერულ შესწავლას, 295 რასაც მარქსისტული პოზიციიდან აანალიზებ- და. მანვე შემოიღო უნივერსიტეტში ისტორი- ის სწავლების მეთოდიკის სალექციო კურსი; შექმნა შუა საუკუნეების პირველი ქართული სახელმძღვანელო და პირველმა დაამკვიდრა ტერმინი - „შუა საუკუნეები“.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • ა. ნამორაძე, პროფესორი გრიგოლ იასონის ძე ნათაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), „თსუ შრომები“, 1959, ტ. 77, ისტ. მეცნ. სერია;
  • ვ. ჟორდანია, გრიგოლ იასონის ძე ნათაძე, ქსე, ტ. VII, 1984;
  • მ. კალანდაძე, დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის შესწავლა საქართველოში საუკუნის ნახევარში, თბ., 1999.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გრიგოლ ნათაძე

[[კატეგორია:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები