ელეგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:49, 29 სექტემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელეგი // ელეღი // კანთარი (რაჭ.) // საბეჭური (ლეჩხ.) // დუშლუღი (კახ.) - უსახელო, მამაკაცის ჩასაცმელი. მასალად გამოიყენებოდა აბრეშუმი, შალი, მაუდი, ხშირად წინა და უკანა ზურგი სხვადასხვა ქსოვილისაა.
ელეგი დასარჩულებული იყო ფერადი ბამბის ქსოვილით. მისი ნაწილებია: წინა ორი კალთა და ზურგი. წინ მთლიანად ჩახსნილი და ღილ-კილოებით შესაკვრელი. „ჟილეტის“ ტიპის ეს უსახელოებო ჩასაცმელი იყო საყელოიანი და უსაყელოც, გულისპირზე ჯიბით მორთული იყო სირმით და ზოგჯერ აპლიკაციითაც. უსახელებო ელეგს მეორენაირად „საზაფხულო ზუბუნსაც“ უწოდებდნენ.
ლიტერატურა
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი. ქართლელი გლეხის კოსტიუმი XIX ს. სსმმ ტ XIX-A და XIX-B, 1957. ც.ბ.

