კულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კულა


კულა - ხისგან გაკეთებული ღვინის ორიგინალური სასმისი, რომლისთვისაც საუკეთესო მასალა იყო ძელქვის, ბზის, ურთხელის, კაკლის ხე. კულას აქვს მასიური ოვალური ტანი და გრძელი ყელი. ყელთან პატარა რქა აქვს სმისას თითის გამოსადებად. კულიდან ღვინო რაკრაკით გადმოედინება. კულებს არცთუ იშვიათად ამკობდნენ ვერცხლის დეტალებით და ძვირფასი ქვებით. კულას ამზადებდნენ მწარე კვახისაგანაც, რომელიც ორშიმოს მსგავსად მუშავდება (ორშიმო). ასეთ კულას ყელში უდგამენ ხის ტიხარს ღვინო რომ ძუნწად მიაწოდოს და ღვინის სმის პროცესი გაახანგრძლიოს. ხშირად კვახის კულას ამკობდნენ წარწერებითა და ორნამენტებით, არცთუ იშვიათად უკეთებდნენ ინკრუსტაციას სხვადასხვა ქვებით (მაგ., გიშერი).

კულა ეწოდება ქვებით აგებული ოთხკუთხა სვეტს, რომელიც მოხევეთა სახლში დედაბოძის მოვალეობას ასრულებდა.

ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები