უვაროვი ბორის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:15, 27 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უვაროვი ბორის პეტრეს ძე (1888 - 1970) - ენტომოლოგი.
1910 პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, ძირითადად, საქართველოში. იგი იყო საქართველოს მუზეუმის (ძველი კავკასის მუზეუმი) ენტომოლოგი. 1919 წლის ოქტომბრიდან სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობით იწყებს მუშაობას თსუ-ში დოცენტის თანამდებობაზე. 1920 უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დავალებით ბაქოში გაემგზავრა ენტიმოლოგიის კოლექციის შესაფასებლად და შესაძენად. 1920 წლიდან სამუდამოდ წავიდა ინგლისში. იყო ენტომოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.
- მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.