ამირეჯიბი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ამირეჯიბი
დაბადების თარიღი - 15 იანვარი, 1887
დაბადების ადგილი - სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრა
გარდაცვალების თარიღი - 1943 (56 წლის)
პროფესია - ჟურნალისტი

შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი – (15.I.1887, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრ. - VII.1943, პარიზი) - პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, საქ. ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვა- წე. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. მოწაფეობის წლებში ჩა- ება რევოლუციურ მოძრაობაში, მონაწილეობ- და 1905 წ-ის გამოსვლებში ქუთაისში. ამავე პე- რიოდში შევიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში. 1906 უმაღლესი განათლების მისა- ღებად ევროპაში გაემგზავრა, ვენის უნივერ- სიტეტში ისმენდა ლექციებს, როგორც ფილო- სოფიის ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. უსახსრობის გამო სწავლა ვეღარ გააგრძელა და 1909 სამშობლოში დაბრუნდა. წერდა და აქ- ვეყნებდა ლექსებს. მონაწილეობდა ეროვნული და დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ „ერის“ გამოცემაში (გამოდიოდა „საქართველოს მოამბისა“ და „ჩვენი ერის“ სახელწოდები- თაც). მალე დააპატიმრეს და ერთი წლით მეტე- ხის ციხეში ჩასვეს. განთავისუფლების შემდეგ დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმა- რთულების პოლიტიკურ ჯგუფს და 1912 მათ- თან ერთად დააარსა ჟურნალი „კლდე“. 1914 წ-დან, სხვებთან ერთად, მესვეურობდა ერო- ვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთ „სამშობლოსა“ და შემდგომ „იმერეთის“ გამო- ცემას ქუთაისში, იყო მათი მუდმივი ავტორი. იყენებდა ფსევდონიმებს „ფარსმან-ფარუხი“, „შ-ამ-ბი“, „შ. ამ-ბი“, „შ. ა-ბი“ (სავარაუდოდ, მისი ფსევდონიმები იყო აგრეთვე „ჩორჩანე- ლი“, „შ. ა.“ და „ა.-ი.“). 1915 გაიწვიეს პირველ მსოფლიო ომში, გაგზავნეს დასავლეთის ფრო- ნტზე, სადაც წელიწად-ნახევარი იმსახურა და სამშობლოში 1917 წ-ის თებერვლის რევოლუ- ციის შემდეგ დაბრუნდა.

1917 წ-ის მაისში შ. ამირეჯიბი ეროვნულ - -დემოკრატების ჯგუფთან ერთად დაესწრო გაერთიანებულ მთიელთა კავშირის პირველ ყრილობას კავკავში და მიესალმა მთიელთა განთავისუფლებას რუსეთის იმპერიისაგან. იყო ედპ-ის საორგანიზაციო მთავარი კომიტე- ტის წევრი და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნე- ბელი, რომლის პირველ ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება საქართველოს პოლიტიკურ პარტი- ებთან დამოკიდებულების შესახებ. აირჩიეს ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრად, მუშა- ობდა პარტიის ცენტრალურ ბეჭდვით ორგა- ნოში „საქართველო“. შედიოდა საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოში ეროვნულ-დემოკრა- ტიული პარტიისაგან. 1917 წ-ის სექტემბერში იგი, როგორც საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს დელეგატი, ა. ჩხენკელთან ერთად, მო- ნაწილეობდა პეტროგრადის თათბირის მუშა- ობაში, არჩეულ იქნა წინასწარი პარლამენტის წევრად. 1917 წ-ის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, ედპ-ის სიით აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო საქართველოს დემოკ- რატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წ-ის მაისში შ. ამირეჯიბმა ედპ-ის რიგები დატოვა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ და- ბრუნდა პარტიაში. 1920 წ-ის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ნ. ნიკოლაძე, საზღვარგარეთ გა- მგზავრების გამო, საქართველოს დამფუძნე- ბელი კრების შემადგენლობიდან გავიდა, მისი ადგილი კრებაში შ. ამირეჯიბმა დაიკავა. მისი ორი ლექსი შეტანილია 1919 ქუთაისში გამო- ცემულ „ახალი პოეზიის ანთოლოგიაში“, 1920 გამოვიდა მისი ლირიკული ლექსების კრებული „მინანქრები“.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შ. ამირეჯიბი გადავიდა იატაკქვეშა ბრძოლაზე ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. 1922 კოოპტაციის წესით შევიდა ედპ-ის არალეგალურ ცკ-ის შემადგენლობა- ში. კ. აფხაზის დახვრეტის შემდეგ, 1923 წ-დან იყო ედპ-ის თავმჯდომარე, თანამშრომლობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტ- 27 თან და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წ-ის ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებაში. 1924 წ-ის 29 აგვისტოს, აჯანყების დაწყებისას, და- მოუკიდებლობის კომიტეტის წევრებთან და აჯანყების მთავარსარდალთან ერთად იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის ბანაკში. აჯა- ნყების დამარცხების შემდეგ არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი და გადავიდა თურქეთ- ში, ცხოვრობდა უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში. 1925 წ-დან აქტიურად მონაწი- ლეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყო ედპ-ის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი, შედიოდა ინტერპარტიული ცენტრის „საერთო ფრონტი“ შემადგენლობა- ში. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ გამოცემებთან: „სამშობლო“, „დამოუკიდებე- ლი საქართველო“, „ბედი ქართლისა“, „კავკასი- ონი“. შედიოდა ჰ. ბამატის „კავკასიის“ ჯგუფ- ში, იყო მისი ქართულენოვანი გამოცემის, ჟურნალ „კავკასიის“ (1937-1939) ერთ-ერთი ძირითადი ავტორი. იყო ემიგრაციაში მოქმედი სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი, რომელთა სხდომებზეც ხშირად გამო- დიოდა მოხსენებებით. 1940 ბერლინში დააარ- სა საკუთარი ჟურნალი „ახალი დროება“. 1942 ჩართული იყო ბერლინში ქართული ეროვნული კომიტეტის ფორმირებაში. ემიგრაციაში წასვ- ლამდე ჰყავდა მეუღლე - ცნობილი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე. შალვა ამირეჯიბი ხანმო- კლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა პა- რიზში, დაკრძალულია სენტ-უანის სასაფლაო- ზე. არის მრავალი საყურადღებო მოგონების ავტორი, მათ შორის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ.

თხზ: შ. ამირეჯიბი, (1886-1943), 2 წიგნად, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზე- უმი, თბ., 1997-1998.




ლიტერატურა

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები