გედევანიშვილი დიმიტრი (ნიადაგმცოდნე)
გედევანიშვილი დიმიტრი პანტელეიმონის ძე (დ. - 1884, სოფ. კირბალი, გორის მაზრ. - გ. - 1958, თბილისი) - ნიადაგმცოდნე, პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
1914 დაამთავრა პოლონეთში ნოვოალექსანდრიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი
1919 პროფ. დ. გედევანიშვილი მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიადაგმცოდნეობის პროფესორის თანამდებობაზე. 1919-1929 წწ-ში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრას.
1921-1924 წწ-ში მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში იყო ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგე. დ. გედევანიშვილი ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა. მან გამოიკვლია მევენახეობის, მეჩაიეობის რაიონებისა და კოლხეთის დაბლობის ნიადაგები. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შედგა საქართველოს ნიადაგების რუკები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
- მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი