მაღნარიძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:02, 6 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაღნარიძე გიორგი ისიდორეს ძე (?-?) - იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. იყო ქშწგ საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1919 წ-ის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია. 1920 წ-ის 19 ნოემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დამფუძნებელმა კრებამ სენატორის უფლებამოსილება შეუწყვიტა. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
- ბექა ქანთარია
ლიტერატურა
ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921). თბ., 2004.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი