საქართველოს სპეციალური საპროფესიო-სატეხნიკო სკოლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:20, 6 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს სპეციალური საპროფესიო-სატეხნიკო სკოლები - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლი- კაში დიდი ყურადღება მიექცა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების აღზრდას, რისთვისაც დაარსდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები. ამავე მიზნით, ახალგაზრდე- ბი მთავრობის სტიპენდიით იგზავნებოდნენ ევროპის ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებ- ში. ხაზინიდან გამოიყო 1 მილიონი მანეთი ახალგაზრდების მოსამზადებლად სპეციალურ დარგებში. პროფესიული განათლების შესახებ სპეციალურად იმსჯელა 1918 წ-ის 3 დეკემბრის განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომამ. მოხსენება წაიკითხა მინისტრის ამხანაგმა, ალ. მდივანმა. მოხსენებაში ხაზი გაესვა ამ კუთხით არსებულ პრობლემებს, მიღებულ დადგენილე- ბაში დაისახა მათი გამოსწორების გზები. 1918 საქართველოში შემდეგი პროფესიულ-ტექნი- კური სასწავლებლები იყო: მიწისმზომელთა სასწავლებელი თბილისში, 154 მოწაფით; რკი- ნიგზის საშუალო სატეხნიკო სასწავლებელი, 71 მოწაფით; თბილისის I და II კომერციული სასწავლებელი, პირველი 644, მეორე 407 მოწა- ფით; თბილისის სავაჭრო სასწავლებელი, 312 მოწაფით; საფერშლო სასწავლებლები ნავთ- ლუღში და მიხეილის საავადმყოფოსთან, რო- მელთა გაერთიანება იყო დაგეგმილი; ქუთაი- სის კომერციული სასწავლებელი; ბორჯომის, ხონისა და ფოთის სახელოსნო სასწავლებლები, რომლებიც თანდათან უნდა გადაკეთებუ- ლიყო სატეხნიკო სასწავლებლებად; გორის სასულიერო სასწავლებელი, რომელიც სასო- ფლო სამეურნეო სასწავლებლად გადაკეთდა. პროფესიულ-ტექნიკური განათლების შესახებ საერთო კანონი 1919 წ-ის 1 იანვრიდან შევი- და ძალაში. პროფესიული სკოლებიდან გამო- რჩეული იყო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლა. მას ეკუთვნოდა ანანოვის აჯამეთის მამული, ჰქონდა უამრავი მანქანა-დანადგა- რი. სხვადასხვა პროფილის სასწავლებელი შესაბამის სამინისტროს ექვემდებარებოდა, მაგ., სასოფლო-სამეურნეო სკოლა ექვემდე- ბარებოდა მიწათმოქმედების სამინისტროს, კომერციული სასწავლებლები ვაჭრობის სა- მინისტროს, თუმცა, ყველა სასწავლებელს საქართველოში მაინც განათლების სამინისტ- რო აკონტროლებდა. სასოფლო-სამეურნეო სკოლად გადაკეთდა ძველი სენაკის ქართული სკოლა, რომელიც 1884 იყო დაარსებული. 1919 თბილისის კულტურულ-ტექნიკური სასწავლე- ბელიც გადაკეთდა საშუალო პოლიტექნიკურ სასწავლებლად. პროფტექნიკური სასწავლებ- ლების დაარსებასა და მათი მუშაობის შემოწ- მებას ხელმძღვანელობდა სამინისტროს პრო- ფესიონალური და ტექნიკური განყოფილების უფროსი - მაქსიმე ბერძნიშვილი. ცნობილი პედაგოგი მიხეილ თაქთაქიშვილი იყო სპეცია- ლური სკოლების დაარსების გულშემატკივარი და პროფესიულ-ტექნიკური სწავლების ორ- განიზატორი დამოუკიდებელ საქართველოში. იგი მრავალი წლის განმავლობაში მსახურობ- და მასწავლებლად განჯის, ბაქოს, თბილისის სხვადასხვა სასწავლებლებში, იყო ქუთაი- სის კომერციული სასწავლებლის დირექტო- რი. 1918 წ-ის აგვისტოში იყო სატეხნიკო და პროფესიონალური სკოლების მთავარგამგის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად, შემდეგ დაინიშნა მთავარგამგედ. პროფტექ- ნიკურ და სპეციალურ სწავლებას ჰყავდა სხვა ენთუზიასტებიც.

დოდო ჭუმბურიძე


ლიტერატურა

  • დ. ჭუმბურიძე, განათლება 1918-1921 წლებში, თბ., 2000;
  • სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, წიგნი III;
  • სცსა, ფ. 1935, აღწ. 1, საქ. 54;
  • სცსა, ფ. 1935, აღწ. 2, საქ. 460.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები