აპაგოგე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 12 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპაგოგე - (άπαγωγή), სიტყვასიტყვით „წათრევა“ შესაფერის მაგისტრატთან. საჯარო ბრალდების - გრაფეს ერთ-ერთი სახეობა. სამართალდამცავი ინსტიტუტის არსებობის პირობებში ძველ საბერძნეთში მოქალაქეს შეეძლო „ცხელ კვალზე“ დაეკავებინა დამნაშავე, თუ ის ქუჩის კრიმინალი იყო და სპეციალურ მაგისტრატთან წაეყვანა. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული აღიარებდა თავის დანაშაულს მაგისტრატის წინაშე, ის მაშინვე სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ თუ ის განაცხადებდა, რომ იყო უდანაშაულო, მის მიმართ საქმეს აღძრავდნენ.
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.