იეთიმ გურჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:54, 23 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იეთიმ გურჯის ძეგლი, თბილისი

იეთიმ გურჯი - (იეთიმ იბრაჰიმის ძე დაბღიშვილი, 1875, თბილისი, – 15. VII. 1940, იქვე), ქართველი სახალხო მომღერალი-მელექსე, თბილისური აშუღური პოეზიის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი.

1895-იდან თხზავდა ლექსებს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე. პირველი წიგნი – პოემა „ანაბაჯის ლექსი“ – 1909 გამოვიდა, ლექსთა კრებული „ახალი მგოსანი და სიმღერები“ – 1911, „იეთიმის ახალი ლექსები“ – 1913, „ტანგო“ – 1914 და სხვ. 1928 ი. გრიშაშვილმა, ხოლო 1958 ა. თევზაძემ გამოსცეს პოეტის „რჩეული ლექსები“. იეთიმ გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღრების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა კიდეც. მის პოეზიაში ასახულია თბილისური ბოჰემის განწყობილება.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები