ანჩხლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანჩხლა – (Trachystemon orientalis [L.] D. Don); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტოულია, მარტივი ან მცირედ დატოტვილი, შებუსული. ფესვთანური ფოთლები დიდია, 30 სმ სიგრძის, ფართო, კვერცხისებურ-გულისებური. ღეროსეული ფოთლები ძალიან პატარაა, მჯდომარე. ყვავილედი ორკაპად დატოტვილი ხვეულებია. გვირგვინი მურა იისფერი ან მოცისფრო-მეწამული. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე, ტენიან ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალის ტყეებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გარდა მესხეთ-ჯავახეთისა.