დიდი შესვლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:35, 1 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიდი შესვლა - ლიტურგიაზე წმინდა ძღვენის გადაბრძანება სამკვეთლოდან ტრაპეზზე სამეუფო (აღსავლის) კარში შესვლით. სრულდება ქერუბიმთა საგალობლის დროს. დიდი შესვლა მოასწავებს მაცხოვრის სვლას ვნების მისაღებად, მის სიკვდილსა და დაფლვას.
წყარო
საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.