ამერიკული პალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამერიკული პალია [Salvelinus fontinalis]
• ზრდასრული თევზის ტიპიური ზომა ბუნებაში -1-2 კგ;
• მაქსიმალური სიგრძე და წონა - 86 სმ Tl, 9,39 კგ;
• მაქსიმალური ასაკი -24 წელი.
ამერიკული პალია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რეკრეაციული დანიშნულების თევზია. ის აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და კანადის აღმოსავლეთ რეგიონებში ენდემურ სახეობას წარმოადგენს და შემდგომ სამხრეთ ამერიკის, ოკეანეთის, აზიის, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გავრცელდა.