წიწმატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წიწმატურა – (Capsella bursa-pastoris [L.] Medik.); ოჯახი: ჯვაროსნები (Brassicaceae). ერთწლიანი ბალახოვანი სარეველა მცენარეა, სიმაღლე – 8-60 სმ, ქვედა ნაწილში შებუსული. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები როზეტულია, ფრთისებურად დაყოფილი ან მთლიანი. ღეროსეული ფოთლები მცირერიცხოვანია, პატარა ზომის, ლანცეტა ფორმის, მთლიანი ან ამოკვეთილ-დაკბილული. ყვავილედი კენწრული მტევანია. გვირგვინი თეთრია, ჭოტაკი – სამკუთხა. ყვ. ნაყ. III-V. მცენარე გავრცელებულია ეზოებში, გზისპირება ადგილებში, ბოსტნებში, მინდვრებში, ნაგვიან და ქვიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.