ვირისტერფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:52, 24 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვირისტერფა - (Tussilago farfara L). ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceare). მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა გრძელია და მხოხავი. პირველად საყვავილე ღეროები ვითარდება. კალათები მარტოულია. შემდეგში ვითარდება მომრგვალო-დაკბილული და ქვედა მხარეზე სქლად შებუსული ფოთლები, რომელთა ზედა მხარე შიშველია. ღეროს სიმაღლე 10-15 სმ-ია. ყვავილი ყვითელია, იშვიათად - მოწითალო. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყელამდე, ტენიან ადგილებზე, ჩამონაზვავებზე, ქვიშიან ადგილებში, რუების ნაპირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.