პრასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:02, 22 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პრასი – (Allium porrum) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, შროშანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. პირველ წელს ივითარებს გამსხვილებულ ცრუ ღეროსა და ფოთოლს, მეორე წელს – საყვავილე ისარსა და თესლს. ფოთოლი გრძელია, ვიწრო, ლანცეტისებრი. ბოლქვი პატარაა, შედგება თეთრი თხელხორციანი ქერქლებისაგან.
პრასი – ბიბლიური მცენარე
„გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი. ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანას გარდა ჩვენს თვალწინ“. (რიცხვთა 11, 5-6)