ნემსიწვერა (Geranium finitimum Woronow)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნემსიწვერა - (Geranium finitimum Woronow); ოჯახი: ნემსიწვერასებრნი (Geraniaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მთელი მცენარე შებუსულია. სიმაღლე – 50-60 სმ, აღმავალად დატოტვილი ფესვთანური და ქვედა ღეროსეული ფოთლები რომბის ფორმის 5-7 სეგმენტად არის დაყოფილი. თითოეული სეგმენტი, თავის მხრივ, ხაზურნაკვთებიანია. ჯამის ფოთლები კვერცხისებურ-ელიფსურია, 3-5-ძარღვიანი, გაფარჩხული ბეწვით შემოსილი და კიდეებზე თეთრი არშიით. გვირგვინი მეწამულ-იისფერია. მტვრიანათა ძაფები ძირში გაფართოებულია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება ტყისა და სუბალპურ სარტყელში, მდელოებზე. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, სოფელ ომალოს მიდამოებში, ასევე სოფელ თეთრწყლებთან.