პინაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 20 დეკემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პინაკი - ცაცხვის ხისგან გამოხოწილი ჯამისებური ჭურჭელი. „ძელის ჯამი“. იყო დიდი - თაფხა და პატარა პინები. დიდი პინები (მთიულეთი) „ნაღების მოსაყრელად“ გამოიყენებოდა. პინაში იცოდნენ ყველის „მოყველება“ (ქართლი). იყენებდნენ საწყაოდ (ფშავი), რვა კგ მარცვალი ჩადიოდა. პატარა პინებს კერძისათვის, კარაქისათვის, ნახევარ-ჩარექიან პინებს ღვინისა და ლუდის სასმისად გამოიყენებდნენ. გამოხოწილ პინებს მარცვალზე, ლობიოზე ჰყიდდნენ. „ერთ პინაზე ორი ჯამი მოდიოდა“.
საეკლესიო პინაკი ძვირფასი ლითონისაგან გაკეთებული ყურიანი ფიალაა, რომლითაც ზიარების დროს მდუღარებას უმატებენ ღვინოს.
წყარო
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.