შავწამალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შავწამალა - (Scrophularia lateriflora Trautv.); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 25-90 სმ სიმაღლის. შეფერილობით – ლეგა მწვანე ღერო მარტივია, იშვიათად დატოტვილი, შიშველი. ფოთლები მოპირისპირეა, თითქმის მჯდომარე, მთლიანი, კიდედაკბილული, ფორმით მოგრძო-ლანცეტა. ყვავილედი იღლიურია, ნახევრად ქოლგა, გვირგვინი ღია მწვანე ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე – ტენიან ადგილებში. სველ კლდეებში, მდინარის ნაპირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონის ხეობებში, თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. ცნობილია სვანეთში, მთიულეთში, ხევსურეთში, ფშავში. დიდი კავკასიონის ენდემია.