ირემთკალო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:21, 16 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირემთკალო − ფართო მინდორი ფშავში, სოფელ უძილაურთის თავში. ანდრეზის თანახმად, აქ გაიმართა კოპალასა და დევების ასპარეზობა. აქედან დევსა და კოპალას – თითოეულს ქვა უნდა ესროლა ციხეთგორის მიმართულებით. ვინც შორს გადააგდებდა ქვას, ამ არემარის ადგილებიც მას დარჩებოდა. დევები რომ მიწაში არ ჩაფლულიყვნენ ქვების სროლის დროს, ის ადგილი, საიდანაც ქვები უნდა ესროლათ, სიპებით მოაგეს, რაც დღემდე შემორჩენილია ალაგ-ალაგ. აქ ეულად დგას სამრეკლო, რომელსაც ციხეთგორიდან ამოსული ხალხი ფერხისაით უვლის გარშემო. ხოლო დღესასწაულის დასასრულს კოპალას გამარჯვების სამახსოვროდ ირემთკალოზე დოღი იმართება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები