თორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თორი, თორნი - აბჯრის ერთ-ერთი სახე ძველ საქართველოში. მეომრის რკინის ტანსაცავი (მთლიანი ჯავშანი). საქართველოში გავრცელებული სხვა ტანსაცავი აბჯრებისაგან განსხვავებით თორი დიდხანს იხმარებოდა, რადგან უკეთ იცავდა მეომარს. მას ცეცხლსასროლი იარაღის შემოღების შემდეგაც ხმარობდნენ.