კირიე ელეისონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:52, 2 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კირიე ელეისონ - (ტრანსკრიფცია ომონიმური ბერძნული გამოთქმისა: Kyrie (ჰოი, უფალო) eléison, შორეული წარსული იმპერატივი ზმნისა, ელეინ „იქონიე მოწყალება“), - „უფალო შეგვიწყალე“. სამმაგი მოხმობა, რომელსაც წარმოთქვამენ ან გალობენ წირვისას, „დიდება მაღალთას“ წინ. აღმოსავლურ ლიტურგიაში (ანტიოქიასა და იერუსალემში) ის დაახლოებით IV საუკუნის დასასრულიდან დამკვიდრდა, დასავლურში კი – დააახლოებით ერთი საუკუნით უფრო გვიან.
წყარო
- ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც.,