ჯვარი (სამკაული)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:07, 17 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯვარი - სამკაულის ერთ-ერთი სახე. შუა საუკუნეების ქრისტიანულ ქვეყნებში სამკაულთა შორის საპატიო ადგილი დაიკავა ჯვარმა, როგორც ქრისტიანული რელიგიის სიმბოლომ. ჯვრის დასამზადებლად გამოიყენებოდა ოქრომჭედლობის ყველა ძირითადი ხერხი: ჭედვა, ჩამოსხმა, რჩილვა და სხვ. ჯვარს ამზადებდნენ, როგორც სადას, ისე თვლებითა და ტიხრული მინანქრით შემკულს. გულსაკიდი ჯვარი ქართველი ქალის სამკაულის აუცილებელი ელემენტი იყო.
ლიტერატურა
ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981. მ.ბ.
