ქალის შარვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:54, 13 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალის შარვალი − აჭარელი ქალის ქვედა სამოსი, ტრადიციული ჩაცმულობის აუცილებელი ელემენტი. იგი საოჯახო წესით ნამზადი სელისა და კანაფის ქსოვილისაგან იკერებოდა. ფაბრიკული ნაწარმის შემოსვლის შემდეგ შესაკერ მასალად ჩითი, მიტკალი, ყუმაში და ყანაოზი გამოიყენებოდა. ყუმაშისა და ყანაოზის ქსოვილებისაგან დამზადებული შარვალი წარჩინებული პირებისათვის, აგრეთვე, საქორწინო და სადღესასწაულო დღეებისათვის ითვალისწინებოდა. ხმარებაში იყო ჭრელი ქსოვილისგან დამზადებული ქალის შარვალი, თუმცა უმეტესად თეთრი და წითელი ფერები ჭარბობდა. საერთოდ კი, იმის გამო რომ შარვლის ბოლოები მოძრაობის დროს კაბიდან მოჩანდა, მუხლს ქვემოთ ძვირფას ქსოვილს გადააკრავდნენ ხოლმე.



ლიტერატურა

სამსონია, 2005.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები