შუაცეცხლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:33, 17 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შუაცეცხლი – ოთახში ცეცხლის სანთები ადგილი, რომლის იატაკი მიწური იყო. ხის საცხოვრებელში ცეცხლის სანთები ოთახის შუა ადგილს იკავებდა და ტერმინიც აქედანაა წარმომდგარი. ბოლო დრომდე ალპურ ზონაში შემორჩენილ მიწურ-იატაკიან სახლებში შუაცეცხლი კედლის ახლოს იყო გადატანილი. შუაცეცხლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილები იყო: ქვაფენილი, მართკუთხა ფორმის მოგრძო ქვა – კერა და ჯაჭვი.
ლიტერატურა
ადამია, 1956:38; 1967:3-12.