აფაქიძე ანდრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანდრია აფაქიძე – (დ. 3 სექტემბერი, 1914, სენაკის მაზრის სოფელი ზანა – გ. 25 ნოემბერი 2005). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საქართველოს სახელმწიფო და ჯანაშიას სახ. პრემიების ლაურეატი; ღირსების ორდენის კავალერი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1937).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომპარტიისაგან;
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი; ვიცე-პრეზიდენტი 1983 წლიდან.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).