ბერძენიშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით ბერძენიშვილი – დაიბადა 1960 წლის 4 აგვისტოს ბათუმში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1986).
სამუშაო გამოცდილება – მეცნიერ-თანამშრომელი (1986-90). პოლიტპატიმარი (1983-85).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: ბათუმის №112 საარჩევნო ოლქი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1991-96).
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) პროპორციული წესით, №1 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“.
- ქ. თბილისის საკრებულოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი“ (2002-2004).
- პარლამენტის წევრი (2004-2008) პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, რესპუბლიკური პარტია;
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ფრაქციის - „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- თბილისის საკრებულოს წევრები
- ბერძენიშვილები