პეტრიაშვილი რობერტ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რობერტ პეტრიაშვილი – დაიბადა 1945 წლის 7 აგვისტოს ზნაურში (ყორნისი).
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1975). სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის წევრი, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).