ძიძიგური აკაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკაკი ძიძიგური – (დ. 13 აგვისტო, 1914, ხონის რაიონის სოფელი მათხოჯი — გ. 8 აპრილი, 1995). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1937).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს რადიოს რედაქტორი (1937-56);
- საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის დამაარსებელი, თავმჯდომარის მოადგილე;
- საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის მოადგილე;
- საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (1984-95).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.