წიკლაური მირიან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მირიან წიკლაური – დაიბადა 1960 წლის 12 იანვარს ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1985).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ყაზბეგის №50 საარჩევნო ოლქი.
- ყაზბეგის პრეფექტი;
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: მაჟორიტარი, ყაზბეგის №50 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).