წულაია გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი წულაია – დაიბადა 1963 წლის 12 ივნისს ქუთაისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (1986). სამხედრო სამსახური (1983-85).
სამუშაო გამოცდილება
- ინჟინერ-ტექნოლოგი (1985-90).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, ქუთაისის №6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, მონარქისტულ-კონსერვატიული პარტია.
- პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.