ჭელიძე ივერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ივერი ჭელიძე – დაიბადა 1945 წლის 11 ივლისს მესტიაში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1970).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი, №4.21 გარდაბნის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საგანგებო სიტუაციათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- პარლამენტის წევრი (1995-98): მაჟორიტარი, №47 მესტიის საარჩევნო ოლქი.
- საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში (1998-99).
- პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
‘’’სახელმწიფო ჯილდოები’’’
ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.