მეენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეენე − იგივე ქადაგი, ჯვარის ენის მცოდნე, რომელიც ჯვარის ენაზე ნალაპარაკევს საყმოს ადამიანურ ენაზე თარგმნის. ქადაგი ჯვარის მეენეა, რომელმაც იცის ჯვარის ენა.

ქადაგად თავად ჯვარი ირჩევს საყმოდან და დასვამს მას, ვისიც იმედი აქვს, რომ მორჩილად შეუსრულებს ნებას, დაუფარავად და მიუკერძოებლად მიიტანს საყმოს ყურამდე ჯვარის სიტყვას, ზოგჯერ სასიკეთოს, ზოგჯერ სასტიკს. ქადაგის ენა განსაკუთრებულია, რადგან მისი პირით თავად ჯვარი მეტყველებს. ამ ენას ჯვართენას უწოდებენ, ხოლო ქადაგის ნალაპარაკევს – ნაქადაგარს



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები