ქალქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:13, 30 აპრილი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალქვა – შაბაშ-ყეინი შემოესია საქართველოს. კახეთი ააოხრა. მოადგა ყვარელსა და სოფელ საბუეს. გოგილაანთ გვარის ქალი გაექცა მტერს. ერთი ბალღი თან მოჰყავდა ხელმოკიდებული. მხარზე კი აკვანი ედგა მეორე ბალღით. მოიხედა და ხედავს, ეს-ეს არის დაეწევიან ურჯულოები. ქალმა ინატრა: ნეტა გამაქვავა მაინც ჩემი შვილებიანად, ოღონდ მტრის ხელში არ ჩამაგდოო. და მართლაც, იქცა ეს ქალი ქვად.

სოფელ საბუის ბოლოს ამიტომ ქალქვის მინდორს ეძახიან. გდია იქ, წყლის პირას, ეს ჭროღა ქვა და ორი პატარა ქვაც გვერდით უწყვია, ვერაფრით ვერ დაძრავ ადგილიდან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები