მორიგე ღმერთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:31, 2 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მორიგე ღმერთი − მამა ღმერთის, როგორც სამყაროს მომწესრიგებლის, ყოველი მოვლენისთვის რიგის მიმცემის, სახელი ფშავ-ხევსურთა რელიგიურ მითოლოგიაში. მათი რწმენით, მორიგე ღმერთს თავისი კარი აქვს, სადაც უდგას მას ტახტი და საიდანაც განაგებს ქვეყნიერებას. პერიოდულად მორიგე ღმერთის კარზე ადიან ღვთისშვილები, ააქვთ ადამიანთა ლოცვა-ვედრება და სათხოვარი. უკან დაბრუნებისას ისინი ადამიანებს უცხადებენ მორიგე ღმერთის ნებას, ვისთვის წყალობას და ვისთვის, სასჯელს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები