მკადრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 9 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მკადრე − ჯვარის მსახური, იგივე ხელკაცი, რომელიც თან დასდევს ჯვარს მის მოგზაურობაში. მკადრე ის ადამიანია, რომლის სიახლოვესაც კადრულობს ჯვარი ან რომელიც ბედავს (კადრების მეორე მნიშვნელობა) მასთან სიახლოვეს თავისი სიწმიდის გამო. ლეგენდური მკადრე იყო გახუა მეგრელაური. მკადრეს ერთადერთი იარაღი სამკადრეოა, რომლის საშუალებითაც ის მასპინძლობს ჯვარს.