ყვავის საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:50, 10 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყვავის საყდარი – სოფელ ნატახტრის ბოლოს ერთ ძალზე მდიდარ კაცს, გვარად ტერუაშვილს, მუშები ჰყოლია თურმე რამდენიმე სოფლიდან მოწვეული ყანის სამკალად. ერთნი მკიდნენ, მეორენი სადილს ამზადებდნენ. დაედგათ დიდი ქვაბი და ხორცს ხარშავდნენ. როცა ხორცი მოიხარშა და შეანელეს კიდეც, ამ დროს მოცურდა დიდი გველი და ადუღებულ ქვაბში ჩაძვრა. მუშებმა მოათავეს მკა და, ის იყო, სადილად უნდა დამსხდარიყვნენ, ქვაბიდან კერძი უნდა გადმოეღოთ, რომ, სად იყო და სად არა, ციდან მოფრინდა ერთი ყვავი. დასტრიალებს ქვაბს და დასჩხავის, არ ანებებს კერძის გადმოღებას. ხალხმა ვერაფრით მოიგერია ყვავი, სულ ქვაბისკენ იწევდა და, ბოლოს კი, შიგ ჩავარდა კიდეც. რას იზამდნენ – გლეხებმა ქვაბი გადმოაპირქვავეს, ყვავის ნახარშს ხომ არ შეჭამდნენ, და რას ხედავენ, გველია შიგ ჩახარშული. მაშინღა მიხვდნენ მუშები ყვავის უცნაურ საქციელს, რომ მან თავი გასწირა და ხალხი კი გადაარჩინა მოწამვლას. ეს ამბავი სასწაულად მიიჩნიეს და ამის ნიშნად ამ ადგილას ეკლესია ააშენეს, სახელად კი ყვავის საყდარი უწოდეს.

ამგვარი მითოსი საქართველოს სხვა კუთხეებშიც არის გავრცელებული.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები