სულეიმანოვი აზერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აზერ სულეიმანოვი – დაიბადა 1967 წლის 23 ივლისს მარნეულში.
განათლება – აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკის ინსტიტუტი (1989).
სამუშაო გამოცდილება
- აგროფირმა სამგორის მაღაზიის გამგე (1992-1994)
- მარნეულის ცეკავშირის ეკონომისტი (1994-1997)
- მარნეულის გამგეობის ეკონომიკის განყოფილების გამგის მოადგილე (1997-99).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №22 მარნეულის საარჩევნო ოლქი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი.
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლში (2004-2008)
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №22 მარნეულის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №22 მარნეულის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ - წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები 1999-2004
- საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები 2008-2012
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები 2012-2016
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები 2016-2020
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები