ჩიქოვანი მამუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მამუკა ჩიქოვანი – დაიბადა 1976 წლის 20 აგვისტოს ქ. რუსთავში. — იურისტი და პოლიტიკოსი.
განათლება – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი, რეგიონალური დეპარტამენტის თავმჯდომარე (1997-1998)
- ტელე-რადიოკომპანია „კლდეკარი“, დირექტორი (1998-1999)
- ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რუსთავის განყოფილების გამგე (1999-2000)
- საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი (2000-2002)
- რუსთავის საკრებულოს მდივანი (2002-2004)
- რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე (2004-2008)
- ქალაქ რუსთავის მერი (2008-2011)
- ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილე (2011-2013)
პარლამენტის წევრი
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ - წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენი (01-11-2003)