კანდელაკი ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ კანდელაკი – დაიბადა 1941 წლის 24 თებერვალს თბილისში.
განათლება – თბილისის რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1965).
სამუშაო გამოცდილება
- საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის რეჟისორი.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, „ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი“, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი;
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.