მარგიანი ავთანდილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავთანდილ მარგიანი – დაიბადა 1945 წლის 24 დეკემბერს მესტიის რაიონის სოფელ მულახში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი.
შრომითი გამოცდილება – პარტიულ-სამეურნეო საქმიანობა.
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): მაჟორიტარი, გარდაბნის №28 საარჩევნო ოლქი;
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992): საკომპენსაციო სიით, ბლოკი „მშვიდობა“.
- საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერი (1992-95).
- საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).